პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისის მერიაში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს უმასპინძლეს

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა, სადაც ქალაქში მცხოვრები ლტოლვილების მუნიციპალურ პროგრამებში ჩართულობა განიხილეს.

ქუთაისის მერიაში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს უმასპინძლეს
იმედინიუსი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს ანა რიჩს და სამართლებრივ საკითხებში მთავარ მრჩეველს სალომე ქუსიკაშვილს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისში მცხოვრები ლტოლვილების საკითხები და მათი ოჯახების სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამაში ჩართულობა განიხილეს. ქუთაისის მერმა სტუმრებს მუნიციპალიტეტში ლტოლვილთა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და არსებული გამოცდილება გააცნო.

თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა ქუთაისი სამაგალითო მუნიციპალიტეტად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქალაქს ლტოლვილთა მხარდაჭერის კარგი გამოცდილება აქვს.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარეხ ნიჟარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულ ქუთაისელ მოსწავლეებს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები