პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი, ისრაელის ელჩმა დაათვალიერა

ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი ისრაელის ელჩმა მოინახულა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი, ისრაელის ელჩმა დაათვალიერა
რუსთავი 2

ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი, ისრაელის ელჩმა დაათვალიერა. ვიზიტის მიზანს საქართველოსა და ისრაელის მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთხელ წარმოჩენა და გაღრმავება წარმოადგენდა, აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის 26-ს საუკუნოვან მეგობრობაზე და ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში კლინიკის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ჩემპიონ მოჭადრაკეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ქუთაისმა დღეს უმასპინძლა ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ისრაელის ელჩს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, განსაკუთრებით აღინიშნა ქუთაისელი ებრაელების ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ელჩმა დაგვპირდა, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება ეს ურთიერთობები. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობა, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას აკავშირებდა, კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება", - აცხადებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოისრაელის ელჩი ქუთაისში მდებარე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ისრაელის ელჩი ქუთაისში მდებარე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები