ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გამოწვევებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ გაერო-ს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები
ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა • POSTV
ირაკლი კობახიძე: “გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…