პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინა „Ukraine Facility“-ის ფარგლებში თითქმის 8 მილიარდ ევროს მიიღებს, რაც ამ მექანიზმით გამოყოფილი ყველაზე დიდი ერთჯერადი გადარიცხვაა.

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა
ფორმულა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კიევს საშუალებას მისცემს, უახლოეს პერიოდში უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის [Ukraine Facility] ფარგლებში თითქმის 8 მილიარდი ევრო მიიღოს. აქედან დაახლოებით 5 მილიარდი ევრო 2026 წელს უკრაინის მხარდაჭერის სესხისთვის [Ukraine Support Loan] გამოყოფილი რესურსებიდან იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ამ მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული ყველაზე დიდი ერთჯერადი ფინანსური გადარიცხვა.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის მიერ 20-ზე მეტი სამიზნე ეტაპის შესრულება. ეს ეტაპები სხვადასხვა საკვანძო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, მათ შორის:

სასამართლო სისტემას;

კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას;

ფინანსურ ბაზრებს;

საჯარო აქტივების მართვას;

ადამიანურ კაპიტალს;

ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას;

დეცენტრალიზაციასა და რეგიონულ პოლიტიკას;

ენერგეტიკას;

აგროსასურსათო სექტორს;

ციფრულ ტრანსფორმაციას;

გარემოს დაცვას.

უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი [Ukraine Facility] 2024 წლის 1 მარტს შეიქმნა და 2027 წლამდე უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 50 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის გრანტებსა და სესხებს ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირმა უკრაინისთვის €3-მილიარდიანი დაფინანსება დაამტკიცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები