პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირმა უკრაინისთვის €3-მილიარდიანი დაფინანსება დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის €3-მილიარდიანი დაფინანსება დაამტკიცა
ტაბულა

ევროკავშირმა უკრაინისთვის თითქმის 3 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ევროპული საბჭოს განცხადებით, დამტკიცებული ტრანში მოწმობს, რომ უკრაინამ წარმატებით შეასრულა ათი კონკრეტული მიზნობრივი მაჩვენებელი.

"დღეის მდგომარეობით, უკრაინამ გეგმით გათვალისწინებული 95 ნაბიჯიდან 84 შეასრულა, რაც ამ ეტაპის მოთხოვნათა დაახლოებით 88%-ს შეადგენს". - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ეს დაფინანსება მიზნად ისახავს მაკროფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, უკრაინის აღდგენისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერას, მთავრობის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და რეფორმების ხელშეწყობას.

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ ცვლილება შეიტანა უკრაინის გეგმაში, რათა მასში გრანტის სახით ასახულიყო ნორვეგიის ნებაყოფლობითი ფინანსური შენატანი 1 მილიარდი ნორვეგიული კრონის ოდენობით.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები