პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს და მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს ეპარქიის მღვდელმთავრად დადგენიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს.

რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
ალია

რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს:

„ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) უძველესი და უმდიდრესი ისტორიის მქონე რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს.

ოცდაათი წელი ადამიანის ცხოვრებაში მთელი ეპოქაა, ხოლო მღვდელმთავრის მსახურებაში — ეს არის უწყვეტი ლოცვის, მღვიძარების, მძიმე ჯვრის ტარებისა და სამწყსოზე მამობრივი მზრუნველობის სამი ათწლეული.

ამ წლების განმავლობაში აღორძინდა, აშენდა და განახლდა წირვა-ლოცვა მრავალი წლის წინ მივიწყებულ თუ დანგრეულ ტაძარსა და მონასტერში.

მეუფის მსახურება მუდამ გამოირჩევა სიმტკიცითა და შეუვალობით, როდესაც საქმე სარწმუნოების სიწმინდეს, ეროვნულ ღირებულებებსა და ეკლესიის ტრადიციებს ეხება. მისი პირდაპირი, უკომპრომისო სიტყვა და პრინციპულობა ბევრისთვის გამხდარა სულიერი სიმხნევისა და სწორი ორიენტირის მიმცემი. თუმცა, ამ სიმტკიცის მიღმა, ყველამ, ვინც ახლოს იცნობს, იცის მისი ღრმა, მამობრივი სიყვარული, უშუალობა და მზრუნველობა თითოეული სულიერი შვილის მიმართ.

იგი არის მწყემსი, რომელსაც თანაბრად შეუძლია მკაცრი შეგონებაც და უდიდესი ნუგეშისცემაც, რაც ასე სჭირდება დღევანდელ ადამიანს.

განსაკუთრებულია მისი წვლილი ბერ-მონაზვნური ცხოვრების აღორძინებაში. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა მრავალ სავანეს საძირკველი, სადაც დღესაც განუწყვეტელი ლოცვა აღევლინება ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.

ვულოცავთ მეუფე იობს მნიშვნელოვან, 30-წლიან იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და დღეგრძელობას.

ღმერთმა მიჰმადლოს მას ძალა, რათა კიდევ მრავალი წელი ემსახუროს საქართველოს ეკლესიის სადიდებლად და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. მრავალჟამიერ იყოს მისი სიცოცხლე და მეუფება!“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო" - მიტროპოლიტი იობი ახალ ქადაგებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები