პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვფიქრობ, ის ადამიანები არა მხოლოდ კანონის წინაშე ჩადიან დანაშაულს, არამედ ჩემთვის მორალურადაც მიუღებელია - თენგო თევზაძე ნარკოტიკების გამსაღებლებზე და ჯაფარიძის განცხადებზე

კოალიცია ცვლილებისთვის

თენგიზ თევზაძის განცხადებით, ნარკოტიკების გამსაღებლები კანონის წინაშე სჩადიან დანაშაულს და მათი საქმიანობა მორალურადაც მიუღებელია. ამით ის ზურა გირჩი ჯაფარიძის პოზიციას გაემიჯნა.

ვფიქრობ, ის ადამიანები არა მხოლოდ კანონის წინაშე ჩადიან დანაშაულს, არამედ ჩემთვის მორალურადაც მიუღებელია - თენგო თევზაძე ნარკოტიკების გამსაღებლებზე და ჯაფარიძის განცხადებზე
რუსთავი 2

ნარკოტიკის გამსაღებელი არ უნდა ისჯებოდეს - ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიცია, რომელსაც ქვეყნის სათავეში მოსვლა სურს. ზურა გირჩი ჯაფარიძის თქმით ე.წ. ბარიგები დამნაშავეები არ არიან და ისინი კანონით არ უნდა ისჯებოდნენ.

ოპონენტის განცხადებას მორიგ ლუსტრაციას უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ რეალურად, ჯაფარიძეს და მის თანამოაზრეებს ისეთი სახელმწიფოს შექმნა სურთ, სადაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ნებადართული იქნება.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის თენგიზ თევზაძის განცხადებით, ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მისი პოზიცია ცალსახაა - ისინი არა მხოლოდ კანონს არღვევენ, არამედ მათი საქმიანობა მორალურად მიუღებელია.

"ნარკოტიკების რეალიზატორის, გამსაღებლის მიმართ არანაირ იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ დისკუსიაში არ ვაპირებ შესვლას. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები არა მხოლოდ კანონის წინაშე ჩადიან დანაშაულს, არამედ ჩემთვის, თენგო თევზაძისთვის, მორალურადაც მიუღებელია", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თენგიზ თევზაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები