ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4800 მეგავატიდან ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე, ეს არის ჩვენი ათწლიანი გეგმა, თუმცა გაორმაგება უკვე დაგეგმილი გვაქვს 5-6-წლიან პერიოდში
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიზანია ელექტროენერგიის გენერაცია 4800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე გაიზარდოს, რაც 4 მსხვილი ჰესის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4800 მეგავატიდან, ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ათწლიანი გეგმა, თუმცა გაორმაგება უკვე დაგეგმილია 5-6-წლიან პერიოდში.
„ეს ითვალისწინებს, მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც, თქვენ იცით, რომ არის ასეთი 4 მსხვილი პროექტი და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. რაც შეეხება, რა ფორმით იქნება დაფინანსებული ეს პროექტები, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სახელმწიფო შეიძლება შევიდეს კონკრეტული ფორმით, როგორც თანადამფინანსებელი, შეიძლება მთლიანი ინვესტიციით განხორციელდეს, ეს იქნება კონკრეტულ მოლაპარაკებებზე დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…