პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად სიმძლავრისა და ტარიფის აუქციონის ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, წლის ბოლომდე ქსელს 300 მეგავატამდე სიმძლავრე შეემატება.

ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო - მარიამ ქვრივიშვილი
BM.GE

ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა "საქართველოს ბიზესასოციაციის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„დავიწყეთ მუშაობა ენერგეტიკის სექტორში, კონკრეტულად, ჰიდროელექტროსადგურების შემდგომი გაძლიერებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით, აუქციონის ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც შეეხება სიმძლავრის და ტარიფის აუქციონს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში ბევრი გამოწვევაა, თუმცა კერძო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევით ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ძალიან დიდი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

"ამის ძალიან ნათელი დემონტრირებაა, რომ სექტემბრის მონაცემებით დაკრედიტება სექტორში წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა ნდობა საქართველოს ენერგეტიკის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების, ისევე როგორც ქარის და მზის სადგურების მშენებლობაზე. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენს ენერგეტიკულ ქსელში დაგვემატება დაახლოებით 300 მეგავატი სადგურები დაემატება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს ის მოცულობაა რაც პოტენციური იმპორტის საჭიროებას დააკლდება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით ძალების გაერთიანებაზე, რათა ქვეყნებს შორის ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზები მეტად განვითარდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები