პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იან პრაუდის მოსაზრებით, როდესაც თბილისის კანდიდატურას არც კიევი ბლოკავს და არც მოსკოვი, ევროპის მხრიდან პროცედურული ბარიერების შექმნა ეუთოს ღრმა კრიზისში ჩააგდებს

ეუთო

დიპლომატ იან პრაუდის განცხადებით, როდესაც საქართველოს კანდიდატურას არც კიევი და არც მოსკოვი არ ბლოკავს, ევროპის მხრიდან ბარიერების შექმნა ეუთოს ღრმა კრიზისში ჩააგდებს. მისი თქმით, ევროპელები პროცედურული მიზეზებით ბლოკავენ ერთადერთ რეალურ კანდიდატს.

იან პრაუდის მოსაზრებით, როდესაც თბილისის კანდიდატურას არც კიევი ბლოკავს და არც მოსკოვი, ევროპის მხრიდან პროცედურული ბარიერების შექმნა ეუთოს ღრმა კრიზისში ჩააგდებს
იმედინიუსი

იან პრაუდის მოსაზრებით, როდესაც თბილისის კანდიდატურას არც კიევი ბლოკავს და არც მოსკოვი, ევროპის მხრიდან პროცედურული ბარიერების შექმნა ეუთოს ღრმა კრიზისში ჩააგდებს. ამ თემაზე ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი სტატიას სახელწოდებით „ლიდერობის გამო დაწყებული დავა ეუთოს კრიზისში ჩაძირვით ემუქრება“ გამოცემაში Responsible Statecraft აქვეყნებს.

პრაუდი აღნიშნავს, რომ ევროპა საქართველოს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის გამო აკრიტიკებს,თუმცა ეს უთანხმოებები სრულიად არ უკავშირდება ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის საკითხს, რადგან ორგანიზაცია 1975 წელს სწორედ დასავლეთ ევროპას, საბჭოთა კავშირსა და ვარშავის პაქტს შორის უსაფრთხოების თემაზე მეტი დიალოგისთვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

„ალბათ, გარკვეულ ეტაპზე გარდაუვალიც კი იყო, რომ ჯგუფში რომელიმე გაყინული კონფლიქტის მონაწილე მხარე ოდესმე წინ წამოიწევდა თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად, რასაც მეორე მხარის ვეტო მოჰყვებოდა. ზუსტად ეს მოხდა კვიპროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც გადაულახავ დაბრკოლებად იქცა, რადგან ევროპა და თურქეთი პოზიციების დათმობაზე წამსვლელები არ არიან.

ევროკავშირი ამ ბრძოლას ვერასდროს მოიგებს, რის გამოც ეუთო ჩიხშია მომწყვდეული მაშინ, როდესაც ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი.

გამოდის, რომ ევროპელები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ - მათ არც საკუთარი კანდიდატის გაყვანა შეუძლიათ თავმჯდომარის პოზიციაზე და ამავდროულად, პროცედურული მიზეზებით ბლოკავენ ერთადერთ რეალურ კანდიდატს - საქართველოს. ეს ღრმად არაკონსტრუქციულია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მიერ ამ როლის მორგებაზე არც უკრაინას და არც რუსეთს აქვთ პრეტენზია.

თუ ეუთო ახალ წელს თავმჯდომარის გარეშე შეხვდება, ორგანიზაცია ევროპის განხეთქილების სარკედ და არა მისი მართვის მექანიზმად იქცევა. დროა, ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვან საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ მიმართულ პრეტენზიებზე და თავიდან აირიდონ ეუთოს 2027 წელს კრიზისულ მდგომარეობაში შესვლა“, - წერს პრაუდი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოიან პრაუდი: თუ ევროპამ საქართველოს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, ეუთო 2027 წელს თავმჯდომარის გარეშე და კრიზისში აღმოჩნდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს - წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები