პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იან პრაუდი: თუ ევროპამ საქართველოს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, ეუთო 2027 წელს თავმჯდომარის გარეშე და კრიზისში აღმოჩნდება

ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი აცხადებს, რომ თუ ევროპა საქართველოს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, ეუთო 2027 წელს თავმჯდომარის გარეშე და ღრმა კრიზისში აღმოჩნდება.

იან პრაუდი: თუ ევროპამ საქართველოს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, ეუთო 2027 წელს თავმჯდომარის გარეშე და კრიზისში აღმოჩნდება
რუსთავი 2

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია - OSCE, საკუთარ, 51-წლიან ისტორიაში პირველად დგას საფრთხის წინაშე, რომ 2027 წელს თავმჯდომარის გარეშე შეხვდეს - ამის შესახებ ბრიტანელი დიპლომატი და ანალიტიკოსი იან პრაუდი გამოცემა Responsible Statecraft-ში ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, შვეიცარიაში 3 დეკემბერს დაგეგმილ ეუთოს მინისტრთა საბჭომდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, ორგანიზაციაში კი კვლავ სადაოა ვითარება, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს მას 2027–2028 წლებში.

მოქმედი თავმჯდომარის პოზიცია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლება და მას, წესის მიხედვით, კონსენსუსის საფუძველზე ირჩევენ. ევროკავშირის წევრი კვიპროსი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კანდიდატურა თითქმის ორი წლის წინ, 2024 წლის დეკემბერში წამოაყენა, თუმცა თურქეთმა მას 1974 წელს კუნძულის გაყოფის თაობაზე არსებული ისტორიული დავის გამო ვეტო დაადო.

იან პრაუდის შეფასებით, მიმდინარე კრიზისი განაპირობა იმან, რომ ევროპელები თურქეთთან დაობენ, რომ ანკარამ კვიპროსის განაცხადზე დადებული ვეტო მოხსნას, სანაცვლოდ კი ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან ერთადერთ ალტერნატიულ კანდიდატს - საქართველოს, რომელმაც განაცხადი იანვარში წარადგინა.

ავტორის ცნობით, 2026 წლის სექტემბრის ბოლოს ევროპის 14 ქვეყანა გამოვიდა თბილისის კანდიდატურის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ კონსენსუსზე დაფუძნებულ არჩევნებში კვიპროსის გარდა სხვა კანდიდატს არ განიხილავს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ეს დაპირისპირება რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ ეუთო 2027 წელს ხელმძღვანელის გარეშე დარჩეს, რაც ორგანიზაციას ბიუჯეტზე, ლიდერობაზე ან ისეთ რეგიონულ პრიორიტეტებზე შეთანხმების საშუალებას აღარ მისცემს, როგორიც უკრაინის საკითხია.

იან პრაუდი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასარგებლოდ ძლიერი არგუმენტები არსებობს. ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობს რუსეთსა და ირანს შორის, წელს აპრილში კი მან ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა ყოველგვარი "დრამის გარეშე" იტვირთა.

ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად დასავლეთთან არსებული ზოგიერთი უთანხმოებისა, საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან არც უკრაინა, არც რუსეთი, არც აშშ, კანადა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები.

დასასრულს, იან პრაუდი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ამ ბრძოლას ვერ მოიგებს და კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ვერც საკუთარი კანდიდატის გაყვანას ახერხებს და პროცედურული საბაბით ბლოკავს ერთადერთ სანდო ალტერნატივას.

ავტორი მოუწოდებს ევროპულ სახელმწიფოებს, მოხსნან წინააღმდეგობა საქართველოს კანდიდატურის მიმართ, რათა ორგანიზაცია ღრმა კრიზისსა და განხეთქილებას გადაარჩინონ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
EU მხარს არ უჭერს ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას – Rapporteurწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები