პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირი რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას ითხოვს​

საგარეო საქმეთა სამინისტრო

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ჯარების გაყვანას ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ისინი განთავსებულია. ამასთან, საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია.

ევროკავშირი რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას ითხოვს​
TV პირველი

ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ჯარების გაყვანას ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად მისი ჯარებია განთავსებული - განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა.

„ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები ასევე მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც რუსეთს ამჟამად თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს გაეროს წესდება და მას უნდა მივყვეთ. ასე რომ, დიახ, ეს მოთხოვნაც ჩვენს დღის წესრიგშია”, - თქვა კალასმა, „ევროსკოპის” კითხვის საპასუხოდ.

მან საქართველოს დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს მთავრობის არ ჩასვლის ფაქტიც შეაფასა:

„შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ბევრი მინისტრი ჩამოდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ კონკრეტული, რეალური შედეგების მიღწევასაც“ - განმარტა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს.

„ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“, — აცხადებს საგარეო უწყება.

გუშინ, 15 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილმა "პუბლიკას" უთხრა, რომ 16 ნოემბერს დაკავშირებადობის მინისტერიალზე მონაწილეობას მიიღებდა:

„იდეაში, დაპატიჟებული ვარ; [აპირებთ, მიხვიდეთ?] კი, რატომაც არა. ვაპირებ, კი“, — თქვა მახარობლიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკაია კალასი - ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები ასევე მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ამჟამად ჯარები ჰყავს განთავსებული
  2. ალიაოპოზიციურიევროკავშირი რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას ითხოვს​
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კაია კალასი: შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა პარტნიორთან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრას ვერ ესწრება, თუმცა მინისტრების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩამოდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები