პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ დიდი ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ევროპის კურორტებთან, რეგიონის კურორტებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები და ამ პირობებშიც კი ჩვენ ვართ ხელმისაწვდომი ფასების მქონე ქვეყანა იმ ინფრასტრუქტურის კვალობაზე, რასაც საქართველოს სთავაზობს საერთაშორისო დამსვენებელს

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მ.შ. ლევან დარსალიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუბსიდირებული ტარიფი შეინარჩუნეს და უცხოელებისთვის დაწესებული 120 ლარის ნაცვლად გადასახადი 90 ლარი იქნება.

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ დიდი ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ევროპის კურორტებთან, რეგიონის კურორტებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები და ამ პირობებშიც კი ჩვენ ვართ ხელმისაწვდომი ფასების მქონე ქვეყანა იმ ინფრასტრუქტურის კვალობაზე, რასაც საქართველოს სთავაზობს საერთაშორისო დამსვენებელს
იმედინიუსი

ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რაღაც კუთხით სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დარსალია.

როგორც მან აღნიშნა, ფასების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი და უცხოელი ტურისტების მხარჯველუნარიანობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

„კომერციულად რომ შევხედოთ, როგორც კომპანიას ჩვენ, რომ ვყოფილიყავით პირობითად მოგებაზე ორიენტირებული კომპანია, როგორც სხვა კერძო კომპანიები და კერძო კურორტების ოპერატორები, თანხა იქნებოდა 90 ლარზე დაახლოებით 30%-ით 35%-ით მეტი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის სწორედაც ის ტარიფი იქნებოდა დაწესებული, რაც უცხოელი დამსვენებლებისთვის - 120 ლარი. შესაბამისად გათვალისწინებული იქნა ქართველი ტურისტისთვის ხარჯვით უნარიანობა, უცხოელი ტურისტისთვის ხარჯვით უნარიანობა. 120 ლარი წარმოადგენს დაახლოებით 40 ევროს“, - აცხადებს ლევან დარსალია.

მისივე თქმით, სააგენტომ გააკეთა საკმაოდ დიდი ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ევროპის კურორტებთან, ასევე რეგიონის კურორტებთან: აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები.

„ამპირობებშიც კი ჩვენ ვართ ხელმისაწვდომი ფასების მქონე ქვეყანა იმ ინფრასტრუქტურის კვალობაზე, რასაც საქართველოს სთავაზობს საერთაშორისო დამსვენებელს“, - აღნიშნა ლევან დარსალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურივეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ვეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები