პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„კაზინოს მფლობელი რომ შესაწირს მოგიტანს, უნდა უთხრა, ცუდად გაქვს ეს ფული ნაშოვნი და არ ავიღებო“ – დეკანოზი ტარიელ ჟღენტი

საპატრიარქო

დეკანოზ ტარიელ ჟღენტის განცხადებით, ეკლესიამ უარი უნდა თქვას კაზინოების მფლობელებისგან შემოწირულობების მიღებაზე, რადგან საეჭვო გზით ნაშოვნი ფულით ეკლესიის დაფინანსება მიუღებელია.

„კაზინოს მფლობელი რომ შესაწირს მოგიტანს, უნდა უთხრა, ცუდად გაქვს ეს ფული ნაშოვნი და არ ავიღებო“ – დეკანოზი ტარიელ ჟღენტი
ალია

ეკლესიამ უარი უნდა თქვას კაზინოების მფლობელებისგან შემოწირულობების მიღებაზე, რადგან აზარტული თამაშებით მიღებული ფულით ეკლესიის დაფინანსება მიუღებელია – ამის შესახებ დეკანოზმა ტარიელ ჟღენტმა ქადაგებისას განაცხადა. სასულიერო პირის შეფასებით, ეკლესია ერთი მხრივ აზარტულ თამაშებს აკრიტიკებს, მეორე მხრივ კი კაზინოს მფლობელებისგან სოლიდურ შემოწირულობებს იღებს, რაც შემწირველების მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახება.

დეკანოზის თქმით, ეკლესიამ არა მხოლოდ ამბიონიდან უნდა ამხილოს მიუღებელი პრაქტიკა, არამედ თავადაც უარი თქვას საეჭვო გზით მიღებული თანხების მიღებაზე.

რა თქმა უნდა, კაზინოები, არ არის სწორი, ეს არ არის კარგი, მაგრამ ვისაც თამაში უნდა, ის მაინც ითამაშებს შენ რაც არ უნდა აუკრძალო. უბრალოდ, კანონმდებლობით უნდა იყოს მოწესრიგებული ეს და წახალისებული არ უნდა იყოს. ეს თქვა საპატრიარქომ, რომ არ უნდა წავახალისოთ. და კიდევ მეტს გეტყვით, ჩვენ მინიმუმ რა შეგვიძლია, იცით, გავაკეთოთ ეკლსიამ? რომ მოვა კაცი და კაზინოს მფლობელი რომ არის, და რომ მოგცემს შესაწირს, უნდა უთხრა, რომ შენ გლახად გაქვს ეგ ფული ნაშვნი და არ ავიღებ. ჩვენ იმას ვღებულობთ, თან ეუბნები, რომ ციდად გაქვს ნაშვნი. მიუტანს იმას ფულს, თან პატარა ფულს კი არ მიუტანს, დიდ ფულს მიუტანს, რომ ესეც ვეღარ ამბობს უარს მერე და ამის გამო არის “აწყობილი საქმე”, ასე ვთქვათ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ არასწორი საქმის შესაწირზე, ეს იქნებოდა უფრო კარგი. თუმცა, ეკლესია ვალდებულია, ამბიონიდან, რაააც ხედავს, რომ არასწორია, ყველაფერზე რეაგირება ჰქონდეს და ყველაფერი თქვას, – თქვა სასულიერო პირმა ქადაგებისას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Facebookდეკანოზ ტარიელ ჟღენტის ქადაგება: რომ მოვა კაცი და კაზინოს მფლობელი როა და რომ მოგცემს შესაწირს...
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიტროპოლიტ იობს გამოექომაგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები