პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში, ბოლოს ალბათ საბჭოთა პერიოდში იყო"|პრემიერი მშენებლობის სექტორს აფასებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს საბჭოთა პერიოდში იყო და ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, ეს პროცესი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

"ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში, ბოლოს ალბათ საბჭოთა პერიოდში იყო"|პრემიერი მშენებლობის სექტორს აფასებს
BM.GE

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს მშენებლობის სექტორში დღეს აღმშენებლობის პერიოდია.

ამის შესახებ მან საქართველოს ბიზესასოციაციის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მშენებლობის დარგში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ.

“ერთი რამ მინდა ვთქვა - პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, მშენებლობა იმ მასშტაბით როგორც დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას. ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები - ეს ხელს უწყობს, ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებას.

განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმშია მოძველებული საბინაო ფონდი და ხერხდება ჩანაცვლება - ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს, იუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს და ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში, ბოლოს ალბათ იყო საბჭოთა პერიოდში და დღეს გვაქვს ასეთი ვითარება, რაც არის ეკონომიკური განვითარების შედეგი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ, როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, მშენებლობა იმ მასშტაბით, როგორც ეს დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები