პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ, როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, მშენებლობა იმ მასშტაბით, როგორც ეს დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპონენტები მშენებლობის რეგრესად წარმოჩენას ცდილობენ, მაშინ როცა არსებული მასშტაბით მშენებლობა ნამდვილ აღმშენებლობას ნიშნავს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის აღმშენებლობა ქვეყანაში ბოლოს საბჭოთა პერიოდში იყო.

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ, როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, მშენებლობა იმ მასშტაბით, როგორც ეს დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას
იმედინიუსი

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით ერთირამ მინდა ვთქვა - პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ, როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, მშენებლობა იმ მასშტაბით, როგორც ეს დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრით სარგებლობენ მოქალაქეები და ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში არის მოძველებული საბინაო ფონდი და სწორედ ამ აღმშენებლობის შედეგად ხერხდება მოძველებული საბინაო ფონდის ჩანაცვლება, ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს, იუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს. ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში და დღეს გვაქვსასეთი ვითარება, რაც არის, ბუნებრივია, ეკონომიკური განვითარების შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციური"ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში, ბოლოს ალბათ საბჭოთა პერიოდში იყო"|პრემიერი მშენებლობის სექტორს აფასებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხელისუფლება ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, მნიშვნელოვანია გვქონდეს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებას და ბიზნესს შორისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები