თენგიზ შარმანაშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე: მაცხოვარი ამბობდა, რომ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი უფრო საშიშია მგელზე. ასეთმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს, ხოლო როდესაც მგელი სახეს არ მალავს და მისი მიმდევარი ხდები, მერე სალაპარაკოც აღარაფერი გაქვს
თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ნარკოვაჭრობაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა მგელი სახეს არ მალავს და მისი მიმდევარი ხდები, სალაპარაკო აღარაფერია. ჯაფარიძის აზრით, ნარკოტიკის გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს.

უსმინე და გადაწყვიტე, - ასე გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, რომელმაც მეტი ლუსტრაციისთვის სახარებისეული იგავი მოიყვანა. შესაბამისი პოსტი შარმანაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„მაცხოვარი ამბობდა, რომ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი უფრო საშიშია მგელზე. ასეთმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს, ხოლო როდესაც მგელი სახეს არ მალავს და მისი მიმდევარი ხდები, მერე სალაპარაკოც აღარაფერი გაქვს. უსმინე და გადაწყვიტე“, - წერს შარმანაშვილი.
ნარკოტიკის გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს, - ასე ფიქრობს ზურა ჯაფარიძე. მისი აზრით, თუ ერთი ზრდასრული ნარკოტიკს ყიდის, მეორე კი საკუთარი ნებით ყიდულობს, სახელმწიფო ამ გარიგებაში არ უნდა ჩაერიოს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…