შალვა პაპუაშვილი: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ფასეულობას არ წარმოადგენს. მისი თქმით, უცხოეთიდან ორკესტრირებული პროპაგანდა მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისთვის აფხაზეთისა და ყარაბაღის მსგავსი ტრავმების „ჩამოცილებას“.

არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ახლა უცხოეთიდან ორკესტრირებით ამუშავებულია პროპაგანდა - „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“.
„მე მგონი უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არ იყო წამოცდენები, რაც ჰქონდა გია ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, გვარამიას. ეს არის კამპანიის ნაწილი და გვარამიამ აღწერა კიდეც, თუ რა არის მიზანი ამ კამპანიისა. მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმაა აფხაზეთი. ამით მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა ჩამოვიცილოთ და დავივიწყოთ აფხაზეთი, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო.
ეს არის კამპანიის ნაწილი - საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. ეს არის დღეს კამპანია, რომელიც ჩანს, რომ უცხოეთიდანაა ორკესტრირებული. ეს არის ის, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა იქნება უფრო რეალური.
ამუშავდა პირდაპირ პროპაგანდა - „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველა პროპაგანდისტისთვის ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს ეს და მოსინჯვას შეეშვას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი – გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, ვეტყვი, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობებს
"არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე" - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: „არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს
ციტატები სტატიიდან
„მე მგონი უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არ იყო წამოცდენები, რაც ჰქონდა გია ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, გვარამიას. ეს არის კამპანიის ნაწილი და გვარამიამ აღწერა კიდეც, თუ რა არის მიზანი ამ კამპანიისა. მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმაა აფხაზეთი. ამით მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა ჩამოვიცილოთ და დავივიწყოთ აფხაზეთი, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო. ეს არის კამპანიის ნაწილი - საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. ეს არის დღეს კამპანია, რომელიც ჩანს, რომ უცხოეთიდანაა ორკესტრირებული. ეს არის ის, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა იქნება უფრო რეალური. ამუშავდა პირდაპირ პროპაგანდა - „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველა პროპაგანდისტისთვის ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს ეს და მოსინჯვას შეეშვას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…