ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს კამპანია სლოგანით „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“, რომელსაც უცხოეთიდან ორკესტრირებულს უწოდებს. მისი თქმით, არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

შალვა პაპუაშვილი: „არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს
შალვა პაპუაშვილი: „არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენსPOSTV

„მე მგონი, უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არ იყო წამოცდენები, რაც ჰქონდათ გია ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, გვარამიას. ეს არის კამპანიის ნაწილი და გვარამიამ აღწერა კიდეც, თუ რა არის მიზანი ამ კამპანიისა. მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმაა აფხაზეთი. ამით მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა ჩამოვიცილოთ და დავივიწყოთ აფხაზეთი, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ეს არის კამპანიის ნაწილი – საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. ეს არის დღეს კამპანია, რომელიც, ჩანს, რომ უცხოეთიდანაა ორკესტრირებული. ეს არის ის, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა იქნება უფრო რეალური.

ამუშავდა პროპაგანდა – „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველა პროპაგანდისტისთვის ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად – ქვეყნის გარეთ: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს ეს და მოსინჯვას შეეშვას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე მგონი, უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არ იყო წამოცდენები, რაც ჰქონდათ გია ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, გვარამიას. ეს არის კამპანიის ნაწილი და გვარამიამ აღწერა კიდეც, თუ რა არის მიზანი ამ კამპანიისა. მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმაა აფხაზეთი. ამით მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა ჩამოვიცილოთ და დავივიწყოთ აფხაზეთი, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო“
შალვა პაპუაშვილი
„ეს არის კამპანიის ნაწილი – საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. ეს არის დღეს კამპანია, რომელიც, ჩანს, რომ უცხოეთიდანაა ორკესტრირებული. ეს არის ის, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა იქნება უფრო რეალური. ამუშავდა პროპაგანდა – „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველა პროპაგანდისტისთვის ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად – ქვეყნის გარეთ: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს ეს და მოსინჯვას შეეშვას“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – კამპანია, რასაც ახლა გვარამია-სააკაშვილი-ბარამიძე აწარმოებენ, ახალი არ არის, გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები აგვისტოს ომამდე, რუსეთს აფხაზეთის გაყოფას სთავაზობდა, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები