მსოფლიო · 16 ნოემბერი, 09:35
კანარის კუნძულებზე ერთ დღეში მიგრანტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა
კანარის კუნძულებზე ერთ დღეში 1500-მდე მიგრანტი ჩავიდა, რის გამოც, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ფერნანდო კლავიხოს განცხადებით, კუნძულის რესურსები სრულად ამოიწურა.

კანარის კუნძულებზე ერთდროულად მიგრანტების რეკორდული რაოდენობა - 1500-მდე ადამიანი ჩავიდა. კუნძულ ელ-იეროს სანაპიროს 12 ნავი მიადგა, რომლებზეც 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. კიდევ ერთი ნავი, რომელზეც 240 ადამიანი იყო, გრან-კანარიის კუნძულის მახლობლად აღმოაჩინეს.
კანარის კუნძულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფერნანდო კლავიხომ განაცხადა, რომ მიგრანტების უწყვეტმა ნაკადმა კუნძულის რესურსები სრულად ამოწურა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…