ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი აფეთქდა
ჰორმუზის სრუტის სამხრეთით ორი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა, რომელთაგან ერთ-ერთი სუპერტანკერი ჩაიძირა, იტყობინება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ჰორმუზის სრუტის სამხრეთით, ორი ნავთობტანკერის აფეთქების შესახებ იტყობინება. ირანის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხომალდები "არაკანონიერ მარშრუტზე" მოძრაობდნენ და ისინი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდნენ. მათივე ცნობით, გემებს მიმოსვლისა და GPS სისტემები გამორთული ჰქონდათ და ამერიკული არმიის მხარდაჭერით ცდილობდნენ სრუტის ფარულად გადაკვეთას.
ერთ-ერთი მათგანი ე.წ. სუპერტანკერი იყო, რომელსაც ორ მილიონზე მეტი ბარელი ნავთობ გადაჰქონდა - გემი აფეთქების შედეგად ჩაიძირა. გვარდიამ მკაცრად გააფრთხილა სხვა კომპანიები და გემების ეკიპაჟები, რომ აკრძალულ ზონაში შესვლის შემთხვევაში მათაც იგივე ბედი ელოდებათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…