პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა E5 + ევროკავშირის ფორმატით ჩაერთვება - უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპა E5 + ევროკავშირის ფორმატით ჩაერთვება, რათა უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს და რუსეთზე ზეწოლა უზრუნველყოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა E5 + ევროკავშირის ფორმატით ჩაერთვება - უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას
ინტერპრესნიუსი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე სტუბთან უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილა.

“ევროპა მჭიდროდ ჩაერთვება ამ პროცესში E5 + ევროკავშირის ფორმატის მეშვეობით. ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ის ფინეთის მიმართ მადლიერებას გამოხტავს ომის დასრულების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის.

“ასევე ვისაუბრეთ გაფართოების საკითხზე ევროკავშირის გაფართოების ფორუმის წინ. შევთანხმდით, რომ უფრო დიდი და ძლიერი კავშირი შექმნის უფრო აყვავებულ და დამოუკიდებელ ევროპას”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირი აბუ-დაბიში გამართულ რუსეთ-უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებებს მიესალმებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები