დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
აბუ-დაბის ძიუდოს გრანდ სლემზე ირაკლი დემეტრაშვილმა +100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ტურნირზე მესამე ადგილი ასევე დიმიტრი გოჩილაიძემ დაიკავა.

აბუ-დაბიში ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა ოქროს, საბა ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დემეტრაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ანდრეი კოელიოს (ბრაზილია), კევინ ნზუზი დიასივის (საფრანგეთი) და იანის ანტონიუს (კვიპროსი) მოუგო, ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა.
ინანეიშვილმა ანდრე უმბერტოს (ბრაზილია), ჯამალ გამზათხანოვის (აზერბაიჯანი) და დენის ბაჩაევის (რუსეთი) ძლევის შემდეგ, კოკაურთან განიცადა მარცხი, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მარტი პუუმალაინენს (ფინეთი) აჯობა.
ტურნირზე აგრეთვე ბრინჯაოს მედალი დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) მოიპოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…