პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ევროკავშირის ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილის სროლა დანაშაულია, საქართველოში კი ამას აზრის თავისუფლად გამოხატვად ასაღებდნენ" - დავით მათიკაშვილი

ქართული ოცნება

დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილის სროლა დანაშაულია, საქართველოში კი ამას აზრის გამოხატვად ასაღებდნენ.

ევროპაში მიმდინარე აქციებს და მათზე ბრიუსელის რეაგირებას კიდევ ერთხელ ეხმიანება მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღეს ევროპის ქალაქებში მკაცრად ისჯება სწორედ ის ძალადობა, რომელიც თბილისის ქუჩებში "მშვიდობიან პროტესტად" იყო მონათლული.

მათივე შეფასებით, ის უცხოელი აქტორები, რომლებიც საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლასა და პოლიციაზე თავდასხმას ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში ანალოგიურ დარღვევებს უკვე ტერორსა და მკვლელობის მცდელობას უწოდებენ.

"ვაწყდებით მოცემულობას, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის დანაშაული მათი სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით და საკმაოდ სოლიდური პასუხისმგებლობით ისჯება, ხოლო საქართველოში იყო მცდელობა, რომ ანალოგიური ქმედება გაესაღებინათ აზრის თავისუფლად გამოხატვის მოცემულობაში, რაც ბუნებრივია, ძალიან საწყენია. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც არ იღლება ევრობიუროკრატია ქართულ რეალობასთან მიმართებით", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი: ჩვენგან მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, თურმე არავის ჰქონდა უფლება რუსეთთან საუბრის დაწყების და თვითონ როგორც კი დასჭირდათ და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ომის განმავლობაში მილიარდობით ევროს გაცხოველებული აღებ-მიცემობა ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები