პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრიპტოკაპიტალიზაცია 10 თვეში $1 ტრლნ-ზე მეტით შემცირდა

კრიპტობაზრის საერთო კაპიტალიზაცია იანვრის წლიურ პიკთან შედარებით 1.1 ტრილიონი დოლარით შემცირდა და 2.18 ტრილიონ დოლარამდე დაეცა, რაც თითქმის ყველა ცნობილი კრიპტოვალუტის გაიაფებამ გამოიწვია.

კრიპტოკაპიტალიზაცია 10 თვეში $1 ტრლნ-ზე მეტით შემცირდა
ნეტგაზეთი

კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია (ყველა კრიპტოვალუტის ჯამური ღირებულება ერთად) $2.18 ტრლნ-მდე შემცირდა, რაც იანვრის წლიურ პიკთან შედარებით $1.1 ტრლნ-ით ნაკლებია, გაიაფებულია თითქმის ყველა ცნობილი კრიპტოვალუტა. უფრო დაბალი კაპიტალიზაცია – $2.08 ტრლნ ბოლოს ივნისში დაფიქსირდა.

პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი ქსელში 2009 წლის იანვარში გაეშვა. მაშინ მისი ღირებულება 1 ცენტზე ნაკლებს შეადგენდა. ერთ-ერთი პირველი ტრანზაქციით 10 000 ბიტკოინით 2 პიცა შეიძინეს. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 10 000 ბიტკოინი 650 მლნ აშშ დოლარია, 2025 წლის ოქტომბერში კი 1.3 მლრდ-საც უტოლდებოდა. ბიტკოინის ფასი ამჟამად 65 ათასი დოლარი, რეკორდი კი 126 ათასს შეადგენს, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.

ბიტკოინი პირველი, ყველაზე ცნობილი და ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტაა, თუმცა არა ერთადერთი. ქსელში არსებულ ტოკენთა რაოდენობა უკვე რამდენიმე მილიონს ითვლის, მათგან აბსოლუტურ უმრავლესობას, რაიმე ღირებულება არ გააჩნია. მეტ-ნაკლებად აქტიური ვაჭრობა რამდენიმე ათასით ხორციელდება. ამ შემთხვევაშიც, Coinmarketcap-ის მონაცემებით. კაპიტალიზაცია 15 ნოემბრის მდგომარეობით $1 მლრდ-ს 54 მათგანზე აღემატება, $100 მლნ-ს 160-ზე. ფასების მუდმივ ცვლილებასთან ერთად, ეს მონაცემებიც მუდმივად იცვლება, ფასები შესაძლოა ბირჟების მიხედვითაც განსხვავდებოდეს.

ბიტკოინი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კრიპტოვალუტაა, რომლის კაპიტალიზაციაც $1 ტრლნ-ს აღემატება. კაპიტალიზაცია 100 მლრდ-ს ეთერიუმისა და ტეტერის შემთხვევაშიც აჭარბებს, ეს უკანსკნელი სთეიბლკოინია, მიბმულია კონკრეტულ ვალუტას, ამ შემთხვევაში აშშ დოლარს და მისი ფასი არ იცვლება (დასაშვებია მცირე გადახრები). არც თუ ისიე დიდი ხნის წინ რიპლსა და სოლანასაც 12 ნიშნა კაპიტალიზაცია გააჩნდათ, მაგრამ გაუფასურების შემდეგ 11 ნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდნენ.

კრიპტოზე მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკური გარემო ახდენს. ბოლოდროინდელი ვარდნის ერთ-ერთ, თუმცა არა ერთადერთ, მიზეზად შესაძლოა აშშ-ის შუალედური არჩევნები მივიჩნიოთ. დემოკრატები ზოგადად მეტი რეგულირების მხარდაჭერით გამოირჩევიან, რაც ამ შემთხვევაში ფასზე უარყოფითად აისახება. ნოემბრის პირველ ნახევარში მთელი კრიპტოკაპიტალიზაცია დაახლოებით $400 მლრდ-ით შემცირდა. დემოკრატების გამარჯვება ავტომატურად რეგულირების გამკაცრებას არ გულისხმობს, მაგრამ, ამის ალბათობა იზრდება.

დრო, როდესაც 100 დოლარად ნაყიდი კრიპტოს შესაძლოა რამდენიმე თვეში 2000-3000 ანუ სულაც 10-12 ათასი დოლარისთვის მიეღწია წარსულს ჩაბარდა. რომელიმე უცნობი კრიპტოვალუტა შესაძლოა დღესაც „გავარდეს“ მაგრამ მისი გამოცნობა ლატარიას ჰგავს და დანაკარგის, მათ შორის მთლიანი ან თითქმის მთლიანის თანხის დანაკარგის ალბათობა ბევრად მაღალია, ვიდრე დიდი მოგების.

საწყისი პერიოდისგან განსხვავებით, როცა მაინინგი ლეპტოპითაც შესაძლებელი იყო, უკვე წლებია ბიტკოინების წარმოებას მძლავრი მაინერები და ძალიან დიდი მოცულობის ელექტროენერგია ესაჭიროება.

მაინინგის საკითხი საქართველოშიც აქტუალური არაერთხელ გამხდარა. თბილისისა და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში 2025 წელს კრიპტომაინინგზე 700 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი დაიხარჯა რაც მთელი მოხმარების 5%-ია. ამ ყველაფერს სვანეთში და ოკუპირებულ აფხაზეთში არარეგისტრირებული მაინინგიც ემატება, რაც საერთო ჯამში სისტემას მნიშვნელოვნად ტვირთავს.

ფორმის მიუხედავად არის თუ არა ფული ბიტკოინი შინაარსობრივად? მიჩნეულია, რომ ფულს სამი ნიშანი უნდა ჰქონდეს: უნდა იყოს ღირებულების საზომი, გაცვლის საშუალება და გამოიყენებოდეს დაგროვებისთვის. კურსის სწრაფი ცვლილების გამო, პირველი ნიშანი არც თუ ისე მყარადაა, რაც შემდეგ ორ მახასიათებელზეც ახდენს გავლენას. ამის გამო ბიტკოინის ფლობა შესაძლოა აქტივის ფლობადაც მივიჩნიოთ. სხვა და სხვა რეგულაციების გამოც ის უფრო მეტად განსხვავებულია, ვიდრე უბრალოდ დოლარის, ევროს, ან ნებისმიერი, სხვა საერთაშორისო ვალუტის ციფრული ალტერნატივა.

ფასის სწრაფი ცვლილებისა და მაღალი რისკის მიუხედავად, დრომ უკვე აჩვენა, რომ ბიტკოინის და კიდევ რამდენიმე ტოპ კრიპტოვალუტის გაქრობის ან ღირებულების განულების ალბათობა განჭვრეტად მომავალში ძალიან დაბალია, აღნიშნული მიდგომა ყველა კრიპტოვალუტას არ ეხება.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბიტკოინის ფასი დაეცა – დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები