,, ეს იყო წინასწარ შეთანხმებული, ეს იყო სადღაც დაწერილი” – ხაინდრავა მეუფეების განცხადებებზე
რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მღვდელმთავრების მიერ გაკეთებული განცხადებები წინასწარ შეთანხმებული და სადღაც დაწერილი იყო. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ცილისწამებაა.

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა:
,,მეუფე იობის ქადაგება არ იყო, ეს იყო პოლიტიკური განცხადება. და ყველაზე საინტერესო ჩემთვის რა არის, იცი? ერთი და იგივე დღეს სამ სხვადასხვა ეპარქიაში სამმა სხვადასხვა მღვდელმთავარმა, რომელსაც ალბათ ყოველწამიერი ურთიერთობა ალბათ ერთმანეთში არ აქვთ, გააკეთეს ერთი და იგივე პოლიტიკური განცხადება. ე.ი., მე მინდა, გითხრათ, რომ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული, ეს იყო სადღაც დაწერილი, იმიტომ, რომ სხვანაირად წარმოდგენა, როგორ შეიძლება, რომ სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავარმა ერთი და იგივე დღეს, ერთი და გივე ტიპის პოლიტიკური განცხადება გააკეთონ, კიდევ ვიმეორე, ეს რომ ქადაგება ყოფილიყო, მე ჩემს თავს უფლებას არ მივცემდი მაგ თემაზე ლაპარაკის. მაგრამ, შენ რომ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებ, გინდა მღვდელმთავარი იყო, გინდა ვინც გინდა იყო, მე, როგორც საზოგადოების წევრს, მაქვს უფლება, რომ კითხვები დაგისვა და გკითხო, კი, მარა, შენ რომ იძახი, რომ ეს უღმერთო, ურწმუნო და არაეკლესიური ხელისუფლებაა და მე რომ ყველა დღესასწაულზე ვხედავ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, შალვა პაპუაშვილს, მაგალითად, მეუფე იობს, რომ აცხადებ, რომ ის არის უღმერთო, ურწმუნო და არაეკლესიური, იცნობ შალვა პაპუაშვილს? მე ვიცნობ და ვიცი, რომ ღმერის მოსავი კაცია და ქრისტიანი კაცია, და მთელი ოჯახი მისი და ეგეთი რამის უფლებას შენს თავს რატომ აძლევ? ამას რა ჰქვია, იცი? ამას ჰქვია ცილისწამება…
ყველაფერი გააკეთეს, იქიდან მოუარეს, არასამთავრობოებმა ვერ ქნეს, პოლიტიკოსებმა ვერ ქნეს და ახლა მიადგნენ ეკლესიას, მაგრამ ნოლი გავლენა აქვს ამ განცხადებებს საზოგადოებაზე…
ნუ ჰგონიათ მაგათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს, ბრმა არის, ყრუ არის… თუ მაინც მაინც ანაფორები რომ გაცვიათ და ის ზიზილ-პიპილოები რომ გაქვთ გარშემო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას ვერ წვდება ჩვეულებრივი მრევლის წევრი, ჩვეულებრივი ადმაიანი ვერ ხვდება რა ხდება, – თქვა ხაინდრავამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…