პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკრონის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა - გამოკითხვა

კომპანია Ipsos-BVA-ს გამოკითხვით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა, ხოლო გამოკითხულთა 83% მას უარყოფითად აფასებს.

მაკრონის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა - გამოკითხვა
რუსთავი 2

საფრანგეთის პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Ipsos-BVA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მიუთითებს. დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა 83% ემანუელ მაკრონის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კვლევითი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბრიუს ტენტურიე აცხადებს, რომ, მაკრონის არაპოპულარობის მაჩვენებელმა იმ დონეს მიაღწია, რომელიც წარსულში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს ჰქონდა.

გამოკითხულები უარყოფითად აფასებენ პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს საქმიანობასაც - კმაყოფილია მხოლოდ 19%, 72% კი უკმაყოფილებას გამოხატავს.

საფრანგეთის მთავრობის წევრებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებები იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა (40%) და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა (24%) მიიღეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგამოკითხვა: მაკრონის საქმიანობას დადებითად ფრანგების მხოლოდ 14% აფასებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გამოკითხვა: მაკრონის საქმიანობას დადებითად ფრანგების მხოლოდ 14% აფასებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები