პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს - კაია კალასი

ნატო

კაია კალასის განცხადებით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას არ შეასუსტებს და ორშაბათს ყველაზე მასშტაბურ სანქციათა პაკეტს დაამტკიცებს. მისი თქმით, დიზელზე სანქციების შეჩერება მოსკოვს ომისთვის დამატებით შემოსავალს აძლევს, მაშინ როცა ტრამპმა პუტინთან დიზელის მიწოდებაზე მოლაპარაკება გამოაცხადა.

ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს - კაია კალასი
რუსთავი 2

ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერება მოსკოვს ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს აძლევს.

"ორ დღეში რუსეთის თავდასხმებს 80-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთანავე, რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის წინააღმდეგ - როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ნატო-ს მოკავშირეების მიმართ… ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, დაამტკიცონ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგაა მიმართული", – აღნიშნა კაია კალასმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ტაბულაოპოზიციურიკალასი: ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ორ დღეში რუსეთის თავდასხმებს 80-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთანავე, რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის წინააღმდეგ - როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ნატო-ს მოკავშირეების მიმართ… ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, დაამტკიცონ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგაა მიმართული“
კაია კალასი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"დიზელის საწვავის გარიგება ნამდვილად საჩუქარია პუტინისთვის" - კაია კალასი აშშ-რუსეთის შეთანხმებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები