სოფლის განვითარების სააგენტო საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის 3.5 მლნ ლარს დახარჯავს
სოფლის განვითარების სააგენტო 16 ქვეყანაში დაგეგმილ 18 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის 3.5 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს, რადგან ტენდერის ჩატარებას დროის სიმცირე გამორიცხავს.

სოფლის განვითარების სააგენტო საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე 3.5 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ მიზნით უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვაზე უკვე მიმართა.
გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ჯამში დაგეგმილია 16 ქვეყანაში 18 გამოფენაში მონაწილეობა, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანია ქართული სასოფლო-სამეურნეო და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების განვითარება, ექსპორტის ზრდა და საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა.
"პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებები მიზნად ისახავს ქართული სასოფლო-სამეურნეო და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების განვითარებას, ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობას. პროგრამა ატარებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სტატუსს, ხოლო მისი პრიორიტეტულობისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობასა და მხარდაჭერას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
2027 წელს დაგეგმილია შემდეგ ღონისძიებებში მონაწილეობა:
1. საერთაშორისო გამოფენა „Grüne Woche“, ქ. ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (იანვარი, 2027 წ.);
2. საერთაშორისო გამოფენა „Fruit Logistica”, ქ. ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (თებერვალი, 2027 წ.);
3. საერთაშორისო გამოფენა ,,Paris International Agricultural Show (SIA 2027)“, ქ. პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა (თებერვალი - მარტი, 2027 წ.);
4. საერთაშორისო გამოფენა ,,Seafood Expo North America“. ქ. ბოსტონი, აშშ (მარტი, 2027 წ.)
5. საერთაშორისო გამოფენა „Foodex Japan“, ქ. ტოკიო, იაპონია (მარტი, 2027 წ.);
6. საერთაშორისო გამოფენა ,,UZFood“, ტაშკენტი, უზბეკეთის რესპუბლიკა (აპრილი, 2027 წ.);
7. საერთაშორისო გამოფენა ,,Sial Canada“, ტორონტო, კანადა (აპრილი, 2027 წ.);
8. საერთაშორისო გამოფენა „Caspian Agro“, ქ. ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა (მაისი, 2027 წ.);
9. საერთაშორისო გამოფენა „World of Private Label International Trade Show “, ქ. ამსტერდამი, ნიდერლანდების სამეფო (მაისი, 2027 წ.);
10. საერთაშორისო გამოფენა ,,Belagro” ქ. მინსკი ბელარუსი (ივნისი, 2027 წ.);
11. საერთაშორისო გამოფენა „SIAL in China South”, ქ. გუანჯოუ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (სექტემბერი, 2027 წ.);
12. საერთაშორისო გამოფენა „The Saudi Food Show“, ქ. ერ-რიადი, საუდის არაბეთის სამეფო (სექტემბერი, 2027);
13. საერთაშორისო გამოფენა „ Fruit Attraction “, ქ. მადრიდი, ესპანეთის სამეფო (ოქტომბერი, 2027);
14. საერთაშორისო გამოფენა „ Hospitality Qatar”, ქ. დოჰა, კატარის სახელმწიფო (ოქტომბერი, 2027);
15. საერთაშორისო გამოფენა ,,FoodExpo Qazaqstan“ ქ. ალმატი, ყაზახეთის რესპუბლიკა (ნოემბერი, 2027);
16. საერთაშორისო გამოფენა „PLMA Trade Show“, ქ. ჩიკაგო, აშშ (ნოემბერი, 2027);
17. საერთაშორისო გამოფენა ,,Apimondia” ქ.დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (ნოემბერი, 2027 წ.);
18. საერთაშორისო გამოფენა „Anuga Select India”, ქ. მუმბაი, ინდოეთი (ნოემბერი 2027 წ.);
სააგენტოს განმარტებითვე, საერთაშორისო გამოფენების ორგანიზატორები რეგულაციებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ და მონაწილეობის, საჭირო ფართისა თუ დიზაინის შესახებ დეტალები შემსყიდველისთვის ხშირად ღონისძიებამდე 15–30 დღით ადრე ხდება ცნობილი. ეს კი ტენდერის ჩატარებას გამორიცხავს, რის გამოც სააგენტო 3.5 მლნ ლარის ღირებულების მომსახურებაზე გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…