სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შსს-სა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი 500-ზე მეტი აბი ამოიღეს და უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 500 აბზე მეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…