ზაალ ანჯაფარიძე: „პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნისა და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით „დასნებოვნებული ქართული პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია“ უნდა მოხდეს, რათა პოლიტიკურმა სუბიექტებმა გარეშე ძალების ნაცვლად ქვეყნისა და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვერავითარი ქმედითი კონტრარგუმენტი რომ ვერ მონახეს მათი პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, ეს პარტიები და მათი მომხრეები ისევ სანუკვარ “მაშველ რგოლს” – რუსეთს მიადგნენ. ცდილობენ, საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა. თუმცა, მათი რუსული „მაშველი რგოლი“ უკვე დიდი ხანია, დაჩუტულია. ხალხი აღარ ჭამს ამ სატყუარას.
„ნაცმოძრაობის“, მისგან გამოყოფილი თუ მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა არის პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება – ისე, როგორც, მაგალითად, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია.
დიახ, აღნიშნული პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს დასნებოვნებული ქართული პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციის შემდეგ კი მან ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ ამ სისტემის მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნისა და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და იღვაწონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“, – წერს ანჯაფარიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ვერავითარი ქმედითი კონტრარგუმენტი რომ ვერ მონახეს მათი პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, ეს პარტიები და მათი მომხრეები ისევ სანუკვარ “მაშველ რგოლს” – რუსეთს მიადგნენ. ცდილობენ, საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა. თუმცა, მათი რუსული „მაშველი რგოლი“ უკვე დიდი ხანია, დაჩუტულია. ხალხი აღარ ჭამს ამ სატყუარას. „ნაცმოძრაობის“, მისგან გამოყოფილი თუ მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა არის პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება – ისე, როგორც, მაგალითად, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია. დიახ, აღნიშნული პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს დასნებოვნებული ქართული პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციის შემდეგ კი მან ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ ამ სისტემის მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნისა და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და იღვაწონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.