ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა საქართველოში - ბაია პატარაია მტკიცებულებებს აქვეყნებს
უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს, რაზეც სამართალდამცავებს რეაგირება არ აქვთ. ანონიმური შუამავალი ადასტურებს, რომ მოქალაქეები ფულის სანაცვლოდ ორგანოებს ყიდიან.
უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს, რაზეც პროკურატურასა და პოლიციას რეაგირება არ აქვთ. "საფარის" ხელმძღვანელი აღნიშნული კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს.
პატარაიას ცნობით, უკანონო გარიგებებში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მოქალაქეები არიან ჩართულნი, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ თირკმლისა და ღვიძლის გასხვისებას თანხმდებიან.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მსგავსი ჩარევები ხშირად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარებით ან ლეტალური შედეგით სრულდება.
ბაია პატარაია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ შავ ბიზნესს გავლენიანი მფარველი ჰყავდეს.
ორგანოების დონაცია არსებობს ყველგან, მაგრამ საქართველოში, რეალურად, არის ვაჭრობა, აღებ-მიცემობა ამ როგანოების და ეს ყველაფერი არის შეფუთული როგორც დონცია. როგორ შეიძლება, ასეთ მძიმე დანაშაულს ამდენი ხანი ვერ ხედავდეს სამართალდაამცავი სტრუქტურა მაშინ, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ და მოწოდებებს ვაკეთებთ ცალკეული ადამიანები. ეს არის პოლიტიკა და ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქე და რომ ამ შავი ბიზნესით, ვიღაცეები ხეირობენ, რომლებიც არიან გავლენიანები, - ამბობს ბაია პატარაია.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "პირველები" კავშირზე იმ ადამიანთან გავიდა, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული. ქალი, რომელმაც ანონიმად დარჩენა არჩია, ადასტურებს, რომ საქართველოში ორგანოებით ვაჭრობა ნამდვილად ხდება, თუმცა ეს ოფიციალურად ხორციელდება.
აგენტი ვარ ჩვეულებრივი. ვიცი, რომ არიან პაციენტები, ვისაც სჭირდებათ გადანერგვადა არიან ადამიანები, ვისაც სჭირდებათ ფინანსური სარგებელი და შუამავალი ვარ. ვიცი, რომ ოფიციალურად სულ სამი ექიმი აკეთებს ამას კლინიკაში საქართველოში, კეთდება სასამართლოთი, ნოტარიულად. ის ხომ არ არის, რომ დაიჭირონ ძალით და ამოაჭრან, უხდიან, 20-25 ათასს თუ 35 თასს, ზუსტად არ ვიცი. აგენტისთვის მიზერული ანაზრაურებაა, სურგიაციისთვის ბევრად მეტია, - ამბობს ქალი.
ანონიმური წყარო ამბობს, რომ საკუთარი ორგანიების გაყიდვის ინიციატივით მასთან ახალგაზრდა ბიჭებიც კი მიდიან.
მომმართა ორმა ბიჭმა, ერთი არის 20 წლის, მეორე 21 წლის. ვიცი, რომ უარს ეუბნებიან ასეთ ასაკში, იმიტომ, რომ მშბლის ნებართვას ითხოვს სასამართლო ანუ რაღაც მოთხოვნები არის, ასე უბრალოდ, ყველას არ აჭრიან. არის ყოფილი სამხედრო, გოგო, რომელიც ავღანეთშია ნაომარი, რომელსაც ოჯახის წევრი ჰყავს საოპერაციო და ახლა ცდილობს, რომ სუროგაცია გაიკეთოს და თუ არ გამოვა, აპირებს, რომ ღვიძლი ამოიჭრას, - ამბობს ქალი.
დონაცია მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა საკუთარი ორგანოებით ვაჭრობა და გაყიდვა, საქართველოში აკრძალულია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…