ანსამბლ „აფხაზეთისა“ და ბაჩანა ჭანტურიას ცეკვის კომპანიის ერთობლივი ტრიპტიქი ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას გაიმართება
ანსამბლ „აფხაზეთისა“ და ბაჩანა ჭანტურიას ცეკვის კომპანიის ერთობლივი ტრიპტიქი ნოემბრის პარასკევს, შაბათსა და კვირას „ბიდისი სთეიჯზე“ გაიმართება. მაყურებელი სამ განსხვავებულ საცეკვაო პროგრამას იხილავს.

ანსამბლ „აფხაზეთისა“ და ბაჩანა ჭანტურიას ცეკვის კომპანიის ერთობლივი ტრიპტიქი - ნოემბრის ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას „ბიდისი სთეიჯზე“ სამი განსხვავებული საცეკვაო პროგრამა გაიმართება.
პარასკევს სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ ფოლკლორულ პროგრამას „აიმდარა“ წარადგენს, შაბათს კი მაყურებელი ქართულ ფოლკ-მოდერნს, „ქორეონიკონს“ იხილავს.
კვირის პროგრამას ბაჩანას ცეკვის კომპანია „მეხუთე სტიქიით“ დაასრულებს. პროექტი კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…