სოფელ მისაქციელში ახალი საჯარო სკოლა შენდება
მცხეთის სოფელ მისაქციელში ახალი საჯარო სკოლა შენდება, ხოლო გორის, ქარელის, მოხისისა და უფლისციხის სკოლებისთვის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება.

მცხეთის სოფელ მისაქციელში ახალი საჯარო სკოლა შენდება. გორის მეოთხე და ქარელის მეორე სკოლებთან დაკავშირებით კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მშენებლობა-რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ადგილზე დათვალიერების შემდეგ მიიღო.
რაც შეეხება მოხისისა და უფლისციხის სკოლებს, რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება.
პროექტები საკლასო ოთახების განახლებას და გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…