ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მისაქციელის სკოლას დროებით გაამაგრებენ

მუნიციპალური განვითარების ფონდი

მისაქციელის საჯარო სკოლის შენობის დროებით გასამაგრებლად 1 096 494 ლარი გამოიყო, რადგან დაუყოვნებელი სამუშაოების გარეშე მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

მისაქციელის სკოლას დროებით გაამაგრებენ
მისაქციელის სკოლას დროებით გაამაგრებენრადიო თავისუფლება

„საჭირო უსაფრთხოების ღონისძიებების დროულად განუხორციელებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო დროებით ექსპლუატაციას და სკოლის ფუნქციონირების სათანადო პირობებში უზრუნველყოფას. ამასთან, შესაძლოა შეიქმნას მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები“, - წერს ფონდი შესყიდვების სააგენტოს.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 096 494 ლარია, კომპანია შპს „ინსმა“ 4 თვის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.

საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ მისაქციელის სკოლაზე 26-გვერდიანი დასკვნა მიმდინარე წლის 2 მარტს მოამზადა:

„ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. ხანდაზმულობიდან გამომდინარე მთლიანობაში შენობის კონსტრუქციებს განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა... მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს მისი დემონტაჟი და აშენდეს ახალი...“

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს, რევაზ სოხაძეს 24 სექტემბერს მიმართა და ითხოვა „ვინაიდან 2026-2027 სასწავლო წელი უკვე აქტიურ ფაზაშია, აუცილებელია შენობაზე დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება“.

იმავე დღეს უწყების პრესსამსახურმა საზოგადოებას აცნობა, რომ კომისიამ იმსჯელა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარე საჯარო სკოლაზე: „არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს“.

რადიო თავისუფლების ცნობით, სასწავლო წლის დასაწყისში სულ მცირე 14 საჯარო სკოლა იყო, რომელშიც სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულებრივად დაიწყო, ორ დღეში - ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე - დაიკეტა.

ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა ნონა მენაბდიშვილმა დაუდასტურა.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში სკოლის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობა. შეიცვალა სახურავის ის ნაწილი, საიდანაც შენობაში წყალი ჩადიოდა, შეკეთდა დაზიანებული კედლები.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, შენობის ძირეული რეაბილიტაცია 2026-27 სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ დაიწყება:

„სამომავლოდ ასევე იგეგმება, სკოლის ძველი, მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალის აშენება, მანამდე სწავლა, პირველ კორპუსში გაგრძელდება“.

ველისციხის სკოლაში, რომელშიც 550-მდე მოსწავლე და 50-მდე პედაგოგი ირიცხება, სწავლა 2026 წლია 18 სექტემბერს შეწყდა. მშობლებს 17 სექტემბრის საღამოს შეატყობინეს, რომ სკოლა სარემონტოდ დაიხურა, სწავლა კი ონლაინ ფორმატში გაგრძელდებოდა.

მშობლების და პედაგოგების ნაწილი ონლაინ სწავლების წინააღდეგი იყო. მათ 30 სექტემბერს „სკოლაში დაბრუნების“ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის გამართვიდან რამდენიმე დღეში სოფელში ჩავიდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლის დიდი არდადეგების დროს ჩატარდებოდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საჭირო უსაფრთხოების ღონისძიებების დროულად განუხორციელებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო დროებით ექსპლუატაციას და სკოლის ფუნქციონირების სათანადო პირობებში უზრუნველყოფას. ამასთან, შესაძლოა შეიქმნას მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები“
„ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. ხანდაზმულობიდან გამომდინარე მთლიანობაში შენობის კონსტრუქციებს განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა... მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს მისი დემონტაჟი და აშენდეს ახალი...“
„ვინაიდან 2026-2027 სასწავლო წელი უკვე აქტიურ ფაზაშია, აუცილებელია შენობაზე დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება“
გივი მიქანაძე
„არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს“
„სამომავლოდ ასევე იგეგმება, სკოლის ძველი, მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალის აშენება, მანამდე სწავლა, პირველ კორპუსში გაგრძელდება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
21-ე საჯარო სკოლას აღარ დაანგრევენ - ჩატარდება რამდენიმეკვირიანი რეაბილიტაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები