გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება
მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს, რომლებიც ჯამში 225 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სვენეთში, მერეთში, სათემოსა და ზეღდულეთში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობას იწყებს. სოფელ სვენეთის, მერეთისა და სათემოს ბაღები 50-50 ბავშვზე იქნება გათვლილი, ხოლო სოფელ ზეღდულეთის - 75 ბავშვზე.
ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
პროექტების ფარგლებში, სოფელ სვენეთის, მერეთის, სათემოსა და ზეღდულეთის ახალი საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბავშვების სათამაშო, მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და გარე სივრცე.
ჯამში, ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 225 ბავშვს მოემსახურება.
პროექტების განხორციელების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიზრდება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შეიქმნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…