პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში გაუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

დიდუბეში პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში გაუშვეს
TV პირველი

სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში - პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს, 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო.

სისხლიანი გარჩევა დიდუბეში 11 ნოემბერს ღამით მოხდა - "პირველების" ინფორმაციით, პენსიონერ ცოლ-ქმარს სადარბაზოს ლიფტთან სასიკვდილო ჭრილობები ავტომატური იარაღით 227 კვ მეტრი ფართობის ბინის გამო მიაყენეს.

პენსიონერები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ისინი ავეჯის სახლ "საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ "საბადან" სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაზოს ლიფტთან მათ გია ძლიერიშვილი დახვდათ.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შსს-მ 62 წლის გია ძლიერიშვილი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიპენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობა დიდუბეში - დაკავებულს ბრალი წარედგინა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმე - პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებული კადრებში მისმა ცოლ-შვილმა ამოიცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები