პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობა დიდუბეში - დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

დიდუბეში პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 62 წლის გია ძლიერიშვილს ბრალი წარუდგინა. გამოძიების თანახმად, მან უძრავი ქონების გამო კონფლიქტის ნიადაგზე წყვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობა დიდუბეში - დაკავებულს ბრალი წარედგინა
TV პირველი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობა დიდუბეში - საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს, გია ძლიერიშვილს ბრალდება წარუდგინა.

მუხლი, რომელიც ბრალდებულს წარედგინა, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ანგარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ცოლ-ქმარს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ და ანგარებით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლიანი გარჩევა დიდუბეში 11 ნოემბერს ღამით მოხდა - "პირველების" ინფორმაციით, პენსიონერ ცოლ-ქმარს სადარბაზოს ლიფტთან სასიკვდილო ჭრილობები ავტომატური იარაღით 227 კვ მეტრი ფართობის ბინის გამო მიაყენეს.

პენსიონერები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ისინი ავეჯის სახლ "საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ "საბადან" სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაზოს ლიფტთან მათ გია ძლიერიშვილი დახვდათ.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შსს-მ 62 წლის გია ძლიერიშვილი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები