პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ფრენებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ფრენებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა
იმედინიუსი

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ფრენების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა და ავიარეისების განახლების ნებართვა გასცა.

„მგზავრთა უსაფრთხოება FAA-ის უმთავრესი პრიორიტეტია. ფრენების განახლების ნებართვის გაცემამდე ჩვენი სისტემები საფუძვლიანად შევამოწმეთ, რათა დაგვედასტურებინა, რომ ისინი სტაბილურად მუშაობს და ოპერაციები საიმედოდ ხორციელდება. ფრენების ნაწილი უკვე განახლდა, მგზავრებს კი ფრენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ავიაკომპანიებთან დაკავშირებას ვურჩევთ“, - ნათქვამია აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ „განსაკუთრებული გარემოებებისა და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე“ ქვეყნის მასშტაბით ყველა რეისზე საყოველთაო აკრძალვა დააწესა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფრენების შეფერხების მიზეზი სატელეკომუნიკაციო სისტემის დროებითი გათიშვა იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ფრენების შეფერხების მიზეზი სატელეკომუნიკაციო სისტემის დროებითი გათიშვა გახდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი: აშშ-ის აეროპორტებში ფრენები საკომუნიკაციო პრობლემის გამო შეჩერდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები