ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: 14 წელია, ქართული საზოგადოება მოელის, სამართლებრივად შეფასდეს "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი და მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც დამხობილი ჰქონდათ სახელმწიფოებრივი წყობილება და დღემდე აგრძელებენ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ოთხი ოპოზიციური პარტია უნდა აიკრძალოს.

უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი და ერთხელ და სამუდამოდ, "ნაციონალური მოძრაობა", მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში პირდაპირ დამხობილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილება, დემოკრატიული საფუძველი და 2012 წლის შემდეგ, უკვე დღევანდელ დღემდე, ისინი კლავ აგრძელებენ, რომ დემოკრატიას გამოუთხარონ საფუძველი, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ სარჩელს წარადგენს.

მისი განცხადებით, ქართული საზოგადოების დავალება დღევანდელ ისტორიულ პროცესზე შესრულდება, სადაც, სასამართლოს აქვს ვალდებულება და გამოწვევა, სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას წარადგენს და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაიხსენოს "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი მავნებლობები და ანტიდემოკრატიული ქმედებები.

"შესაბამისად, 14 წლის მოლოდინი და დავალება ჩვენ მიმართ დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე - პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება.

საბოლოო ჯამში ჩვენ სამართლებრივად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ კიდევ ერთხელ და საზოგადოებას შეიძლება პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, თვალყური ადევნოს და კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის მავნებლობები და ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც აქვს "ნაცმოძრაობას", მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ პარტიას, რომლებიც ან უშუალოდ არიან პროცესის მონაწილეები, ან მხარს უჭერენ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ სამართლებრივ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომ შეფასდება სამართლებრივად მათი მავნებლობები და აიკრძალებიან ის კონსტიტუციური პარტიები, რომელთა მიზანი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა ნამდვილად არ არის. ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი მოლოდინიდან გამომდინარე შედეგი იქნება დემოკრატიისთვის გზის გახსნა და ის ოკუპაცია, რომელიც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით ოპოზიციურ ველზე დასრულდება და შეეძლებათ ადამიანებს, რომელთა მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ პოლიტიკური აქტივობა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთონ," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: ცდილობენ, რიგითი რაიანების, თუ ქართული სახელის და გვარის მქონე აგენტების გადასარჩენად მათი პატრონები ყველაფერს აკეთებენ. ველოდებით სასამართლო განხილვას. ჩვენს პოზიციებში ვართ ძალიან მყარებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები