ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: Starlink-ის შეზღუდვები ძალაშია, მიუხედავად ტრამპის სიტყვებისა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის დაპირების მიუხედავად, Starlink-ისა და Starshield-ის შეზღუდვები უკრაინაში კვლავ ძალაშია. მისი თქმით, კავშირი კვლავ ფერხდება გადაადგილებისას, რის გამოც ქვეყანამ ალტერნატიულ სატელიტურ სისტემებზე მუშაობა დაიწყო.

ზელენსკი: Starlink-ის შეზღუდვები ძალაშია, მიუხედავად ტრამპის სიტყვებისა
ზელენსკი: Starlink-ის შეზღუდვები ძალაშია, მიუხედავად ტრამპის სიტყვებისარადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინაში ძალაში რჩება სატელიტური კავშირის, Starlink-ისა და მისი საბრძოლო ვერსიის, Starshield-ის შეზღუდვები - მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებისა წვდომის სრულად აღდგენის თაობაზე.

აშშ-ში განთავსებული Hudson Institute-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ვიდეოკავშირით ჩართვისას, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა სისტემის მუშაობა შეამოწმეს როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე ფრონტის ხაზის სიახლოვეს. ზელენსკის თქმით, კავშირი კვლავაც ფერხდება ტერმინალების საათში 161 კილომეტრამდე სიჩქარით გადაადგილებისას.

"ჩვენ გვესმის, როგორაა შესაძლებელი ამ შეზღუდვების ტექნიკური გაუქმება. იმედი გვაქვს, რომ SpaceX-ი და აშშ-ის ადმინისტრაცია ამას გააკეთებენ" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კავშირის პრობლემები დაიწყო 14 ოქტომბრის ღამეს. სააგენტო Reuters-ი იუწყებოდა, რომ Starshield-ის ტერმინალებმა მაღალი სიჩქარით მოძრაობისას კავშირის დაკარგვა დაიწყეს. ამან გაართულა დამრტყმელი და გარდამტაცი დრონების გამოყენება, ისევე, როგორც სადაზვერვო და ლოგისტიკური ამოცანების შესრულება.

თავდაცვის ტექნოლოგიების საკითხებში ზელენსკის მრჩეველი, სერჰი ბესკრესტნოვი ადასტურებს, რომ შეზღუდვები მოხსნილი არ არის. მისი თქმით, ტერმინალების უფრო მაღალი სიჩქარით მუშაობის ცალკეული შემთხვევები არ მოწმობს შეზღუდვის გაუქმებას - ეს შესაძლოა აიხსნებოდეს SpaceX-ის ალგორითმების თავისებურებებით.

ტრამპი 22 ოქტომბერს აცხადებდა, რომ SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აღადგინა უკრაინისთვის Starlink-ის სრულფასოვანი მუშაობა.

უკრაინის მხარის ახალი განცხადებების შემდეგ ტრამპმა 23 ოქტომბერს თქვა, რომ გაერკვევა დარჩენილ პრობლემებში.

Starlink-თან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, უკრაინამ დაიწყო სატელიტური კავშირის ალტერნატიულ სისტემაზე მუშაობა. 22 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინსიტრომ ფინეთის ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ICEYE-სთან და Nokia-სთან მოაწერა ხელი წერილს. ვარაუდობენ, რომ ეს თანამშრომლობა უკრაინისთვის შესაძლებელს გახდის უფრო მეტი კონტროლი მოიპოვოს სატელიტური კავშირის თავის ინფრასტრუქტურაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვესმის, როგორაა შესაძლებელი ამ შეზღუდვების ტექნიკური გაუქმება. იმედი გვაქვს, რომ SpaceX-ი და აშშ-ის ადმინისტრაცია ამას გააკეთებენ“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მასკმა უკრაინას Starlink-ის შეზღუდვა მოუხსნა - ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები