უკრაინაში ამერიკული ინტერნეტ პროვაიდერის "სტარლინკისა" და მისი სამხედრო ვერსიის "სტარ-შილდის" სიჩქარე ისევ შეზღუდულია
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის მტკიცების მიუხედავად, უკრაინაში „სტარლინკის“ სიჩქარე კვლავ შეზღუდულია, რაც ფრონტზე ოპერაციებს ართულებს. ტრამპი და ილონ მასკი შეზღუდვასთან კავშირს უარყოფენ, თუმცა ზელენსკი სიჩქარის შენელებაში „სფეის-იქსს“ ადანაშაულებს.
უკრაინაში ამერიკული ინტერნეტ პროვაიდერის "სტარლინკისა" და მისი სამხედრო ვერსიის "სტარ-შილდის" სიჩქარე ისევ შეზღუდულია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, კავშირი სრულად აღდგენილი არ არის. შეზღუდვები უკრაინის არმიისთვის ფრონტზე ოპერაციებს ართულებს.
"ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: სტარლინკის სიჩქარე "სფეის-იქსმა" შეანელა. დარწმუნებული ვარ, ილონმა ამის შესახებ ახლა უკვე იცის. ნამდვილად მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორებისა და ამერიკელების. თუმცა, არ მომწონს, როცა ვინმე თვლის, რომ მადლობა ყოველ წამს უნდა ვიხადო. ჩვენ შორის დარჩეს და, როცა ვინმე ზედიზედ რამდენჯერმე მიხდის მადლობას, ასეთი ხალხი მეუცნაურება. მათ სურთ, იმაზე უკეთესები გამოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან,"- აღნიშნავს ზელენსკი.
ტრამპი და ილონ მასკი ფაქტთან კავშირს უარყოფენ. მასკის მტკიცებით, სამხედრო სისტემას პენტაგონი მართავს. თუმცა, მედია წერს, რომ სიჩქარის შენელების გადაწყვეტილება, თეთრ სახლს და თავად მასკს უკავშირდება.
"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გასცა უკრაინაში "სტარლინკზე" წვდომის შეზღუდვის ბრძანება, მაგრამ რომც ვიცოდე, არ გეტყოდით. CNN-ს რატომ უნდა ვუთხრა? გავიგე, რომ პრობლემა გამოსწორდა. ილონ მასკთან არ მისაუბრია, თუმცა, თუ პრობლემა კვლავ არსებობს, დაველაპარაკები. არ ვფიქრობ, რომ მას ამხელა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენებზე. ძალიან კარგი ადამიანია და არაფერს გააკეთებს არასწორად. ძალიან ჭკვიანია - სხვაგვარად "სტარლინკი" და სხვა პროდუქტები არ იარსებებდა,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…