პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა

ნაციონალური მოძრაობაფედერალისტები

თამარ ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი თარგამაძემ „ნაცმოძრაობისგან“ 540 000 ლარი აიღო და ამის შემდეგ 4 ოქტომბრის იდეის კრიტიკოსები ეთერიდან დაბლოკა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
იმედინიუსი

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მან პირისპირ შეხვედრისას აუხსნა თარგამაძეს, რომ ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა არ გაეკეთებინა, თუმცა ამის მიუხედავად, მისივე თქმით, შედეგად მივიღეთ 70-მდე პატიმარი და 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი.

„4 ოქტომბერზე ხომ უსმენთ რა დიმპიტაურსაც აწყობენ საკონსტიტუციოში? აი ამ დიმპიტაურს ჩვენ ვხედავდით 2025 წლის ზაფხულიდან - როცა ეს სიგიჟე გავიგეთ და მერე ბაჩო ახალიას ცოლის კედელი დავათვალიერე და ვნახე რომ მოლოცვებს იღებს ახალაიას პოლიტიკაში დაბრუნების გამო! ვხედავდით, არა იმიტომ, რომ ნათელმხილველები ვართ, არამედ იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი გვესმის - ვიმუშავეთ, ცოდნა შევიძინეთ. უფრო მეტი - წავედი გიორგი თარგამაძეს შევხვდი პირისპირ და ავუხსენი, რაღაც სრულიად გიჟური და უპასუხისმგებლო ისტერიკა ატეხეს, მოლოდინებს ქმნიან, რომელიც არაფერს ეფუძნება გარდა სურვილებისა და საინფორმაციო მხარდაჭერა ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობას არ გაუკეთო მეთქი. არც გამილანძღია, არც მიჩხუბია - უბრალოდ ავუხსენი რაც ხდება, რატომაც ხდება და პასუხისმგებლიანი და გონივრული მიდგომა ვთხოვე. არა ჩემთვის, არამედ იმ ხალხის ინტერესებისთვის, ვინც შეიძლება გაბრიყვებულიყო, მომისმინა და რა წუთშიც 540 ათასი ლარი აიღო „ნაცმოძრაობიდან“, არა მხოლოდ მე, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც კი ფაქტობრივად ეთერებიდან დაბლოკა. შედეგი? 70-მდე პატიმარი. 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი, რომელსაც დღეს ბიძინას ცირკი საფუძვლად იყენებს პარტიების ასაკრძალად. უწესობა დამღუპველია - მითუმეტეს ოპოზიციაში. უწესობის ფუფუნება ოპოზიციას არ გააჩნია“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოთამარ ჩერგოლეიშვილი – 4 ოქტომბერზე ხომ უსმენთ, რა დიმპიტაურსაც აწყობენ საკონსტიტუციოში, უწესობა დამღუპველია, მით უმეტეს ოპოზიციაში, უწესობის ფუფუნება ოპოზიციას არ გააჩნია
  2. რუსთავი 2სამთავრობოთამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო "ნაცმოძრაობისგან" და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო "ნაცმოძრაობისგან" და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები