თამარ ჩერგოლეიშვილი – ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ, დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპონენტებს მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი პარტიები გააძლიერონ, შეისწავლონ ხალხის პრობლემები და დებატებში მონაწილეობა მიიღონ. თავის მხრივ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებმა „ოცნება“ უკვე გადაირჩიეს და არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

იდეა გაქვთ, ვიდრე „კედლისთვის თავის რახუნია“, თქვითო – იქიდან გვწერს მსოფლიო ბანი. გვაქვს, ყველამ საკუთარი პარტია გააძლიერეთ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ყველამ საკუთარი პარტია უნდა გააძლიეროს.
„1. გაიგეთ რა პრობლემები აწუხებს ხალხს, როგორც ეროვნულად, ისე ადგილობრივად – რეგიონების მიხედვით! და ილაპარაკეთ ამ პრობლემებზე საკუთარი ილუზიების ნაცვლად; 2. დასხედით სხვა პარტიებთან დებატებზე, რომ ხალხმა უკეთ გაიგოს თქვენი ხედვა – როგორ აგვარებთ მათ პრობლემებს და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, უძლებს თუ არა თქვენი ხედვა ოპონენტების კრიტიკას; 3. კამპანია ატარეთ არჩევნებიდან არჩევნებამდე და არა არჩევნების წინა სამი თვე – ატარეთ რეალური მხარდამჭერებით და არა ნაქირავები ჟულიკებით.
ეს სამი რჩევა გეყოფათ დასაწყისისთვის, მაგრამ მთავარი არის ერთი – ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ – დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ“.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ“
„1. გაიგეთ რა პრობლემები აწუხებს ხალხს, როგორც ეროვნულად, ისე ადგილობრივად – რეგიონების მიხედვით! და ილაპარაკეთ ამ პრობლემებზე საკუთარი ილუზიების ნაცვლად; 2. დასხედით სხვა პარტიებთან დებატებზე, რომ ხალხმა უკეთ გაიგოს თქვენი ხედვა – როგორ აგვარებთ მათ პრობლემებს და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, უძლებს თუ არა თქვენი ხედვა ოპონენტების კრიტიკას; 3. კამპანია ატარეთ არჩევნებიდან არჩევნებამდე და არა არჩევნების წინა სამი თვე – ატარეთ რეალური მხარდამჭერებით და არა ნაქირავები ჟულიკებით. ეს სამი რჩევა გეყოფათ დასაწყისისთვის, მაგრამ მთავარი არის ერთი – ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ – დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.