“ევა გოცირიძემ გვითხრა, რომ ქოცებს თქვენს წინააღმდეგ 70 საქმე აქვთ შემოტანილიო. მხოლოდ 11 საქმეზე დამდგარა პასუხისმგებლობა” – ანა წითლიძე
ანა წითლიძის მტკიცებით, ევა გოცირიძემ მათ აცნობა, რომ „ქართულ ოცნებას“ მათ წინააღმდეგ საკუთრების ხელყოფის 70 საქმიდან მტკიცებულებები 59-ზე არ წარმოუდგენია და ახლა დაცვის მხარეს სთხოვენ უდანაშაულობის დამტკიცებას.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე:
ევა გოცირიძემ გვითხრა, რომ საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით ქოცებს თქვენს წინააღმდეგ 70 საქმე აქვთ შემოტანილიო. აქედან მხოლოდ 11 საქმეზე დამდგარა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (არცერთი მათგანი პარტიასთან კავშირში არ არისო). რაც შეეხება დანარჩენ 59 საქმეს, ქოცებს მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათო და იქნებ თქვენ წარმოადგინოთო.
ანუ, მოკლედ, ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და ახლა დაცვის მხარეს გვთხოვენ, საკუთარი უდანაშაულობა თავად დავამტკიცოთ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…