პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი პესკოვი - ბრიუსელი კვლავ მხოლოდ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე საუბრობს, ასეთი მიდგომით მათთან დიალოგი შეუძლებელია

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბრიუსელის მხრიდან რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე საუბრის გამო ევროკავშირთან დიალოგი შეუძლებელია და არსებული მიდგომით მოლაპარაკებებში მის მონაწილეობას აზრი არ აქვს.

დიმიტრი პესკოვი - ბრიუსელი კვლავ მხოლოდ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე საუბრობს, ასეთი მიდგომით მათთან დიალოგი შეუძლებელია
ინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროკავშირის განცხადებები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ ბრიუსელთან დიალოგს შეუძლებელს ხდის.

მან გაიხსენა, რომ სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბსს, ასევე, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ზარი ჰელსინკისა და ოსლოს ინიციატივით შედგა.

„ახლა ვხედავთ ორ ლიდერს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ეროვნულ დონეზე ესაუბრათ, ხოლო თითქმის ყველა დანარჩენი და, რაც მთავარია, ბრიუსელი კვლავ მხოლოდ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე საუბრობს. ასეთი მიდგომით მათთან საუბარი შეუძლებელია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ევროპა უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს, თუმცა მისი ამჟამინდელი მიდგომის გათვალისწინებით, ასეთ მონაწილეობას აზრი არ ექნება.

„აქ ძალიან რთული ვითარებაა. ერთი მხრივ, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ. მაგრამ რა საჭიროა მათი იქ ყოფნა ახლა, ასეთი მიდგომით? ამას აზრი არ აქვს. ამიტომაც არ არიან ისინი ამჟამად მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა პესკოვმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა ვხედავთ ორ ლიდერს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ეროვნულ დონეზე ესაუბრათ, ხოლო თითქმის ყველა დანარჩენი და, რაც მთავარია, ბრიუსელი კვლავ მხოლოდ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე საუბრობს. ასეთი მიდგომით მათთან საუბარი შეუძლებელია“
„აქ ძალიან რთული ვითარებაა. ერთი მხრივ, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ. მაგრამ რა საჭიროა მათი იქ ყოფნა ახლა, ასეთი მიდგომით? ამას აზრი არ აქვს. ამიტომაც არ არიან ისინი ამჟამად მოლაპარაკებების მაგიდასთან“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პესკოვმა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები