დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროპის წარმომადგენლები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ, თუმცა მათი ამჟამინდელი მიდგომა რუსეთის დამარცხების შესახებ პროცესს შეუძლებელსა და უსარგებლოს ხდის.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა.
მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ევროპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ, მაგრამ არა რუსეთის მიმართ ამჟამინდელი მიდგომით.
პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ამჟამინდელი მიდგომა, რომელიც რუსეთის დამარცხების აუცილებლობას ემხრობა, მასთან მოლაპარაკებებს შეუძლებელს ხდის.
"ეს ძალიან რთული სიტუაციაა. ერთი მხრივ, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ. მაგრამ რაში გვჭირდებიან ისინი იქ, ამ მიდგომით? ეს უსარგებლოა. სწორედ ამიტომ არ არიან ისინი ახლა იქ", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს ძალიან რთული სიტუაციაა. ერთი მხრივ, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ. მაგრამ რაში გვჭირდებიან ისინი იქ, ამ მიდგომით? ეს უსარგებლოა. სწორედ ამიტომ არ არიან ისინი ახლა იქ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…