პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში, ისპაანში მდებარე ურანის გამდიდრების მიწისქვეშა ობიექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

IAEA-ს კონფიდენციალური ანგარიშის თანახმად, სააგენტო შეშფოთებულია ირანში, ისპაანში მდებარე ურანის გამდიდრების მიწისქვეშა ობიექტით, რადგან თეირანი მას შემოწმების უფლებას არ აძლევს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში, ისპაანში მდებარე ურანის გამდიდრების მიწისქვეშა ობიექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
იმედინიუსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) სულ უფრო მეტად შეშფოთებულია ირანის ქალაქ ისპაანში მდებარე ურანის გამდიდრების მიწისქვეშა ობიექტით, რომლის შემოწმების უფლებასაც თეირანი სააგენტოს არ აძლევს. ინფორმაციას Al Jazeera სააგენტოს კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს კვარტალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ IAEA-თვის უცნობია ისპაანის საწვავის გამდიდრების ქარხნის (IFEP) ზუსტი ადგილმდებარეობა, მისი სტატუსი ბირთვული გარანტიების სისტემის ფარგლებში და ისიც, შეიცავს თუ არა ობიექტი ბირთვულ მასალას.

IAEA-ს შეფასებით, 2025 წლის ივნისში ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ სააგენტოს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ირანში გამდიდრებული ურანის მარაგებისა და ბირთვული ობიექტების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის თანახმად, ინფორმაციისა და ობიექტებზე წვდომის არარსებობა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და საკითხის უმოკლეს ვადაში მოგვარებას საჭიროებს.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ინფორმაციისა და წვდომის შეზღუდვის გამო ვერ ადასტურებს, რომ ბირთვული მასალა მშვიდობიანი ბირთვული საქმიანობიდან სხვა მიზნებისთვის არ გადამისამართებულა.

IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ირანს მოუწოდებს, განიხილოს ტექნიკური და ეტაპობრივი ზომები, რომლებიც სააგენტოს ინსპექტორებს ქვეყანაში დაბრუნებისა და შემოწმების განახლების შესაძლებლობას მისცემს.

ანგარიშის თანახმად, ასეთი ეტაპობრივი ნაბიჯები შესაძლოა ირანში ბირთვული გარანტიების სრულფასოვანი ამოქმედების წინაპირობა გახდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა IAEA-ს სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლებს უმასპინძლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები