პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიასთან, უსმან დემბელესთან და მარკინიოსთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კვარაცხელიასა და დემბელესთან შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა.

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სპორტალი

Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ გუნდის ლიდერებს ხვიჩა კვარაცხელიას, უსმან დემბელესა და კაპიტან მარკინიოსს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს.

დემბელესა და კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. წესითა და რიგით, ახალი შრომითი ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

რაც შეეხება მარკინიოსს, ბრაზილიელს პარიზელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება და ბრაზილიელს ახალ შრომით ხელშეკრულებაზე უკვე მიმართეს.

პარიზულ კლუბში კმაყოფილნი არიან მისი თამაშითა და გუნდში შეტანილი წვლილით. მარკინიოსი მნიშვნელოვანი ფიგურაა არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, არამედ გასახდელშიც, ამიტომ კლუბი თანამშრომლობის გაგრძელებით არის დაინტერესებული.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
პსჟ-ს გეგმაშია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები