პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა

Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს 74 ქვეყანაში მომხმარებლებს Outlook-ზე, Teams-სა და Copilot-ზე წვდომა შეუზღუდა.

Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა
იმედინიუსი

კომპანია Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

შეფერხება შეეხო Outlook-ს, Teams-სა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Copilot-ს. კომპანია დაზიანებული სერვერების მუშაობის აღდგენას ცდილობს.

შეფერხების შესახებ ცნობები 74 ქვეყანაში დაფიქსირდა. შეფერხების პიკზე, აშშ-ში Downdetector-მა Outlook-ის მუშაობასთან დაკავშირებული თითქმის 130 000 შეტყობინება აღრიცხა. მომხმარებლების ნაწილი ელექტრონული წერილების გაგზავნასა და მიღებას ვერ ახერხებდა, ზოგიერთს კი ,ფოსტაზე წვდომა სრულად შეეზღუდა.

Microsoft-ის თავდაპირველი განმარტებით, პრობლემები Exchange Online-ის საფოსტო ყუთებთან წვდომას უკავშირდებოდა. კომპანიის ცნობით, მისი ინფრასტრუქტურის ნაწილი გაზრდილი დატვირთვის პირობებში მუშაობდა, რაც კავშირის შეცდომებს იწვევდა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ შეფერხების შესამცირებლად ყველა შესაძლო გზას იყენებდნენ. თუმცა, აღდგენილი სერვერების ნაწილი მომხმარებლების დაბრუნებისა და ტრაფიკის ზრდის შემდეგ კვლავ აჩერებდა მუშაობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიMicrosoft-ის სერვისების მუშაობაში გლობალური შეფერხებაა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Microsoft-მა 60,000 თანამშრომელს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა შესთავაზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები